აშშ-ის გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, ქვეყანა გააუქმებს დეპორტაციას იმ იმიგრანტებისთვის, რომლებიც ოჯახური და ჯგუფური ძალადობის მსხვერპლნი არიან
აშშ-ის გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, ქვეყანა გააუქმებს დეპორტაციას იმ იმიგრანტებისთვის, რომლებიც ოჯახური და ჯგუფური ძალადობის მსხვერპლნი არიან

აშშ-მა ოჯახური და ჯგუფური ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრის მოთხოვნა კვლავ დაუშვა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა დონალდ ტრამპის დროს მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც ართულებდა ოჯახური და ჯგუფური ძალადობის მსხვერპლთათვის აშშ-ში თავშესაფრის მიღებას.

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელთა თქმით, იმ პირთათვის, რომელთა ვიზის განაცხადი განხილვის პროცესშია, აშშ გაამარტივებს სამუშაო ნებართვის გაცემის შესაძლებლობას და გააუქმებს დეპორტაციას იმ იმიგრანტებისთვის, რომლებიც ოჯახური და ჯგუფური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.

იმიგრანტთა უფლებების დამცველების თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გაამარტივებს თავშესაფრის მიღებას, განსაკუთრებით იმიგრანტებისთვის მექსიკიდან და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან, რომლებიც ხშირად ხდებიან ოჯახური და ჯგუფური ძალადობის მსხვერპლნი.

ჯინ ჰამილტონის განცხადებით, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის დროს იუსტიციის დეპარტამენტში მრჩევლის თანამდებობა ეკავა, აღნიშნული გადაწყვეტილება უპრეცენდენტო ზიანს მოიტანს აშშ-მექსიკის საზღვარზე.