აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი კეშ პატელი რუსეთში ჩავიდა
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი კეშ პატელი რუსეთში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია MS NOW ავრცელებს.
ვიზიტის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ არსებობს. პატელის სტუმრობის შესახებ ინფორმაცია პირველად ივლისში გავრცელდა.
წყაროს ცნობით, პატელი მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მონახულებას გეგმავს.
წინასწარი მონაცემებით, ეს მოულოდნელი ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება. ტელეარხი აღნიშნავს, რომ 2013 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი რუსეთს ეწვევა. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა პატელის მოსკოვში შესაძლო ვიზიტზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მსგავსი ვიზიტები „წინასწარ თითქმის არასდროს ცხადდება“.