აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროში აცხადებენ, რომ ახალი წლისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ პირდაპირ შთაგონებული პოტენციური ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, ახალი წლისთვის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ „პირდაპირ შთაგონებული“ პოტენციური ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში იგეგმებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ჩრდილოეთ კაროლინის შტატის დასახლების, მინტ ჰილის მცხოვრები, 18 წლის კრისტიან სტარდივანტი, რომელსაც ფედერალურმა სასამართლომ უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური მხარდაჭერის მცდელობის ბრალდება წაუყენა.
ეჭვმიტანილი ახალი წლის ღამეს შარლოტის გარეუბანში, მინტ ჰილში სასურსათო მაღაზიასა და „ბურგერ კინგის“ რესტორანზე თავდასხმას გეგმავდა.