აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი - ველოდებით დამატებით დანაკარგებს და, როგორც ყოველთვის, ვიმუშავებთ, რომ დანაკარგები მინიმუმამდე შევამციროთ
ჩვენ ველოდებით დამატებით დანაკარგებს და, როგორც ყოველთვის, ვიმუშავებთ დანაკარგები მინიმუმამდე შესამცირებლად, – ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, დენ კეინმა განაცხადა.
კეინმა ასევე დაადასტურა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ირანზე განხორციელებული დაბომბვების დროს ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
მისივე თქმით, აშშ ირანის ოპერაციების დროს „დამატებით დანაკარგებს“ ელოდება.
„ეს არ არის ერთი ღამის ოპერაცია. მიზნების მიღწევას გარკვეული დრო დასჭირდება და ზოგიერთ შემთხვევაში ეს რთული და შრომატევადი სამუშაო იქნება. როგორც ყოველთვის, ჩვენ დამატებით დანაკარგებს ველოდებით. ჩვენ ვიმუშავებთ აშშ-ის დანაკარგების მინიმიზაციაზე. აშშ-ის მხრიდან ეს თვეების, და ზოგიერთ შემთხვევაში, წლების დაგეგმვის კულმინაცია იყო“, – განაცხადა მან.