აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი - მთავარი „ლუზერი“, ზელენსკი, კორუმპირებულ გარემოცვასთან ერთად, უნდა დააპატიმრონ, ჩატარდეს ლეგიტიმური გამოძიება თაღლითობის ფაქტებზე
მთავარი „ლუზერი“, ზელენსკი, თავის კორუმპირებულ გარემოცვასთან ერთად, უნდა დააპატიმრონ. უნდა ჩატარდეს ლეგიტიმური გამოძიება წლების განმავლობაში ფლანგვის, თაღლითობისა და ძალადობის ფაქტებზე, ხოლო მოპარული ათობით მილიარდი დოლარი უნდა დაბრუნდეს და მოხმარდეს იმ მრავალ ოჯახს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები ამ სრულიად უსარგებლო ომში, რომელიც კორუმპირებულმა გლობალისტებმა დაიწყეს, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, გენერალ-ლეიტენანტი მაიკლ ფლინი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც მაიკლ ფლინი წერს, აშშ-მა ახლა უნდა იპოვოს გზები მშვიდობის მისაღწევად.
„დიახ, სიძლიერის მეშვეობით, მაგრამ მშვიდობის. მაშინ, როცა გვყავს პრეზიდენტი, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს, ამერიკა კვლავ დიდებული გახადოს და სრულიად დანგრეული, კორუმპირებული მთავრობა აღადგინოს, ამერიკელი ხალხი კვლავ სავსეა იმ სულისკვეთებით, რომელიც ჩვენი თავდაპირველი დაარსებიდან მომდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში აპათიაა, ეს გვახსენებს, რომ როდესაც ბრიტანეთის იმპერია დავამარცხეთ, ყველა არ იბრძოდა ამ კონფლიქტში, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. ჩვენი პრეზიდენტი ამერიკელებისგან ღმერთისა და ქვეყნის სადიდებლად ხელახლა ერთად დგომას თუ მოითხოვს, ჩვენ ამას გავაკეთებთ, გაითვალისწინეთ ჩემი სიტყვები“, – წერს მაიკლ ფლინი.