აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი აშშ-ის მთავრობის მიერ წარსულში 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, ბიოლაბორატორიების დაფინანსების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი აშშ-ის მთავრობის მიერ წარსულში 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, ბიოლაბორატორიების დაფინანსების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში აშშ-ის მთავრობის მიერ ბიოლაბორატორიების დაფინანსების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

„დღეს მე ვაქვეყნებ აქამდე უცნობ დაზვერვის ინფორმაციას, რომელიც ავლენს ახალ მტკიცებულებებს აშშ-ის მთავრობის მიერ 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, 120-ზე მეტი ბიოლაბორატორიის წარსულში დაფინანსების შესახებ“, – აღნიშნა ტულსი გაბარდმა.

გაბარდის თქმით, პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მხარდასაჭერად, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიოში საშიში პათოგენების გაძლიერების კვლევის ფედერალური დაფინანსების შეწყვეტას და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი გააგრძელებს თანამშრომლობას ადმინისტრაციის მასშტაბით პარტნიორებთან, რათა დაადგინოს ამ ლაბორატორიების ადგილმდებარეობა, მათში შემავალი პათოგენები და იქ ჩატარებული „კვლევა“.

ტულსი გაბარდის განცხადებით, პოლიტიკოსები და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები, როგორიცაა დოქტორი ფაუჩი, ასევე ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის ერთეულები მუდმივად ატყუებდნენ ამერიკის მოსახლეობას აშშ-ის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი ბიოლაბორატორიების შესახებ და ასევე ემუქრებოდნენ მათ, ვინც ცდილობდა გამოევლინა სიმართლე.