აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტისკენ მიმავალი რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდეს
აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტისკენ მიმავალი რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდეს

აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტისკენ მიმავალი რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

აშშ-ის ძალების განცხადებით, ირანული დრონები სრუტეში კომერციული გემების მოძრაობას საფრთხეს უქმნიდნენ.

ირანის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, გასულ ღამეს აფეთქებები ისმოდა სრუტის გასწვრივ, ირანის სირიკის პორტსა და კუნძულ კეშმზე.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ და ირანი ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ შეთანხმებასთან ახლოს არიან. მედიის ცნობით, აშშ-თან შეთანხმებული მემორანდუმი ირანის 14-პუნქტიან წინადადებას ეფუძნება და ომის დასრულებას ითვალისწინებს ყველა ფრონტზე, ლიბანის ჩათვლით.