აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა სენატში ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების პაკეტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა სენატში ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების პაკეტი წარადგინეს, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებმა სენატში ეროვნული უსაფრთხოების დაფინანსების პაკეტი წარადგინეს, რომლის მოცულობაც 111 მილიარდი დოლარია.

167-გვერდიანი დოკუმენტი 15 მილიარდი დოლარით – უკრაინის და 10.6 მილიარდი დოლარით ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს.

ასევე, გამოყოფილია თანხები შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების სფეროში ამერიკული წარმოების გაზრდისთვის, წყალქვეშა ხომალდების მრეწველობის ინვესტირებისა და მექსიკასთან საერთო საზღვრის დაცვისთვის.

როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ კანონპროექტს საპროცედურო კენჭისყრაზე დღეს გაიტანენ, თუმცა მისი დამტკიცება მარტივი არ იქნება, რადგან რესპუბლიკელები სამხრეთის საზღვრის უფრო გაძლიერებულ ზომებს მოითხოვენ. სწორედ სამხრეთის საზღვარი იყო უთანხმოების მთავარი საკითხი, რომლის გამოც შეფერხებულია თეთრი სახლის მიერ მოთხოვნილი დამატებითი დაფინანსების კანონპროექტი.