აშშ-ის დელეგაცია თურქეთს დღეს ესტუმრება
აშშ-ის დელეგაცია თურქეთს დღეს ესტუმრება

აშშ-ის დელეგაცია თურქეთს დღეს ესტუმრება.

აშშ-ის დელეგაციაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაიენი, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები არიან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ობრაიენი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

​როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განმარტა, დელეგაციის ვიზიტის მიზანი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეჩერებაა.