აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო ორ კვირაში ქვეყანაში დაფიქსირებული „კოვიდ-19“-ის შემთხვევების თითქმის 20 % ინდური, დელტა ვარიანტია
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო ორ კვირაში ქვეყანაში დაფიქსირებული „კოვიდ-19“-ის შემთხვევების თითქმის 20 % ინდური, დელტა ვარიანტია

ამერიკის შეერთებულ შეერთებულ შტატებში ბოლო ორი კვირაა, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების თითქმის 20 % ვირუსის ინდური, დელტა ვარიანტია. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები „კოვიდ-19“-ის ინდური შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.

ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენი ფსაკმა განაცხადა, რომ მთავრობა ვერ ახერხებს პრეზიდენტ ბაიდენის დაპირების შესრულებას, რომ 4 ივლისისთვის ზრდასრული მოსახლეობის 70% ვაქცინის თუნდაც ერთი დოზით იქნებოდა აცრილი.

მისი თქმით, ვაქცინის გაკეთების აუცილებლობაში 18-დან 26 წლამდე ადამიანების დარწმუნება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ხანდაზმულების. ფსაკის განცხადებით, ამერიკის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობა ვაქცინის გაკეთების აუცილებლობაში დაარწმუნოს.