აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ვარაუდობს, რომ პირველი ივნისისთვის ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 ათასს გადააჭარბებს
პირველი ივნისისთვის აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 ათასს გადააჭარბებს, – ასეთია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, ექიმ რობერტ რედფილდის პროგნოზი, რომელიც მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.
ამჟამად, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 87 ათასს აღემატება. ქვეყანაში დადასტურებულია „კოვიდ-19“-ის 1,4 მილიონი შემთხვევა. შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრს ნიუ იორკის შტატი წარმოადგენს, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობა 27 878 შეადგენს.