აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი - პირბადის მუდმივი და სწორი გამოყენება, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი - პირბადის მუდმივი და სწორი გამოყენება, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის ტარება, მათ შორის ზოგ შემთხვევაში სახლშიც კი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია – ეს ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ პირბადის ტარება, ფიზიკური დისტანციის დაცვა, ხალხმრავლობისგან თავის არიდება და ხელების ხშირი დაბანა ვირუსის გავრცელების შეჩერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და თუ ეს წესები დაცული იქნება, ბავშვები სკოლებში უფრო მალე დაბრუნდებიან და ბიზნესიც შეძლებს მუშაობის განახლებას.

„პირბადის მუდმივი და სწორი გამოყენება ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ხშირ შემთხვევაში ვირუსის გამავრცელებლები სწორედ უსიმპტომო ადამიანები არიან“, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.