აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამერიკელებს კიდევ ხუთ ქვეყანაში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს

11:59, 31.08.2021

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ აზერბაიჯანში, ესტონეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, შვეიცარიასა და სენტ-ლუსიაში გამგზავრებისგან.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, აღნიშნულ ხუთ ქვეყანას, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების გამო, საფრთხის უმაღლესი, მეოთხე კატეგორია მიანიჭეს, რაც ნიშნავს, რომ ამერიკელებს ამ სახელმწიფოებში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

მსგავსი