აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ჟენევაში, ლა გრანჯის ვილაში შეხვდებიან
ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ჟენევაში, ცნობილ ლა გრანჯის ვილაში შეხვდებიან. ინფორმაციას შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ამერიკას და რუსეთს, რადგან ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილად სწორედ შვეიცარია აირჩიეს.
ვილა ჟენევის ტბის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს და ის მეთვრამეტე საუკუნეშია აგებული. უკვე რამდენიმე დღეა, შვეიცარიის პოლიციამ პარკი დახურა და ადგილზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრება დაიწყო.
ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს 16 ივნისს ხვდებიან. ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტის რანგში პირველად ხვდება. მანამდე პუტინი და ბაიდენი ერთმანეთს 2011 წელს მოსკოვში შეხვდნენ, მაშინ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, ჯო ბაიდენი კი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი იყო.
The iconic Villa La Grange will host Presidents Biden 🇺🇸 and Putin 🇷🇺 on June 16. Switzerland thanks the two countries for the trust expressed by choosing #Geneva@POTUS @KremlinRussia_E pic.twitter.com/Q8vag8hhhL
— Swiss MFA (@SwissMFA) June 10, 2021