აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახულია, როგორც ემზადება მოიერიშე თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ბაზიდან ასაფრენად
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახულია A-10 Thunderbolt II-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ბაზიდან ასაფრენად ემზადება.
ფოტოზე ასევე ჩანს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც მანათობელი სასიგნალო ჯოხების გამოყენებით თვითმფრინავს მიმართულებას აძლევს.
ცენტრალურ სარდლობას არ გაუმჟღავნებია არც ბაზის ადგილმდებარეობა და არც თვითმფრინავის მისია.
აღნიშნული ფოტო იმ ფონზე გამოქვეყნდა, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების განახლების შესაძლებლობას განიხილავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანთან მოლაპარაკებებს აგრძელებს. მან მოლაპარაკებების მიმართ ოპტიმიზმი გამოხატა.
„ირანთან მიმართებით საქმე ძალიან კარგად მიგვდის. ჩვენ ირანს ველაპარაკებით. ბოლო ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში არცერთი ჯარისკაცი არ დაგვიკარგავს. ჰორმუზის სრუტე ღიაა; ნავთობთან დაკავშირებული საქმიანი ოპერაციები უფრო აქტიურად მიმდინარეობს, ვიდრე ოდესმე. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის და ჩვენ მათ ვესაუბრებით“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
A U.S. Air Force crew chief directs a U.S. Air Force A-10C Thunderbolt II in preparation for take-off from a base in the Middle East. https://t.co/F0SyAHWM96
— U.S. Central Command (@CENTCOM) November 6, 2026