აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ომანის ყურეში გაანეიტრალეს კომერციული გემი, რომელიც აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დარღვევას ცდილობდა

13:11, 28.11.2026

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ომანის ყურეში გაანეიტრალა კომერციული გემი, რომელიც აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დარღვევას ცდილობდა.

სარდლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემი პალაუს დროშის ქვეშ დაცურავდა და მისი მისამართით ზუსტი გასროლა განხორციელდა. ამასთან, CENTCOM-ის ცნობით, იერიშის შედეგად გემის სისტემა გაითიშა, სამოქალაქო ეკიპაჟი კი უვნებელი დარჩა.

„აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ომანის ყურეში კომერციული გემი გაანეიტრალა მას შემდეგ, რაც ეკიპაჟმა, მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად, ირანის პორტიდან გასვლის შემდეგ აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გარღვევა სცადა. აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა ზუსტი ჭურვები გაუშვა, რომლებიც პალაუს დროშის ქვეშ მცურავი M/V Pacific Archer-ის უკანა მხარეს მოხვდა. გემის მამოძრავებელი სისტემა საბოლოოდ გაითიშა და სამოქალაქო ეკიპაჟი უვნებელი დარჩა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას განაგრძობენ. მათივე თქმით, აშშ-ის ძალებმა 158 შესაბამისი კომერციული გემი გადაამისამართეს და ექვსი, რომლებმაც უარი თქვეს ბლოკადის დაცვაზე, გაანეიტრალეს.

მსგავსი