აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 1 700-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 1 700-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს

აშშ-მა ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 1 700-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა, – ამის შესახებ „სიენენი” წერს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის სამხედროებმა კვირის შემდეგ ირანში დამატებით დაახლოებით 700 სამიზნეს დაარტყეს და ოპერაციაში ახალი ბომბდამშენები და გამანადგურებლები ჩართეს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ოპერაციაში B-1-ისა და B-52-ის ტიპის ბომბდამშენები და F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები მონაწილეობენ. ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ორშაბათს ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შემთხვევით სამი ამერიკული F-15 გამანადგურებელი ჩამოაგდეს.