აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, იემენში „ჰუსიტების“ ორ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტაზე დარტყმა განახორციელეს
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, იემენში „ჰუსიტების“ ორ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტაზე დარტყმა განახორციელეს

აშშ-ის სამხედროები აცხადებენ, რომ აშშ-მა „ჰუსიტების“ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებზე დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ის სამხედროებმა იემენში დარტყმები განახორციელეს „ჰუსიტების“ ორ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტაზე, რომლებიც მიზნად ისახავდა სამხრეთ წითელ ზღვაში მცურავ გემებზე დარტყმას.

მათივე თქმით, „ჰუსიტების“ რაკეტები წარმოადგენდა „გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში სავაჭრო გემებისა და აშშ-ის საზღვაო ძალების გემებისთვის“.

ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტებმა“ განაცხადეს, რომ ისინი არ შეწყვეტენ შეტევებს წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე, ვიდრე არ დასრულდება ომი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის.