აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, „ჰუსიტების“ საბრძოლო სისტემებზე დარტყმები განახორციელეს
აშშ-მა „ჰუსიტების“ საბრძოლო სისტემებზე დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას მედია აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გემსაწინააღმდეგო საკრუიზო რაკეტების, უპილოტო წყალქვეშა ხომალდისა და უპილოტო ზედაპირული ხომალდის იდენტიფიცირება მოახდინა იემენელი „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად რაიონებში და დაადგინა, რომ ისინი წარმოადგენდნენ გარდაუვალ საფრთხეს რეგიონში აშშ-ის საზღვაო ძალების გემებისა და სავაჭრო გემებისთვის“, – ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში თავდასხმები 7 ოქტომბრის შემდეგ დაიწყეს. მათი განცხადებით, ეს არის ისრაელი-„ჰამასის“ ომზე პასუხი, რითიც მხარდაჭერას უცხადებენ ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს.