აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ „თავდაცვითი დარტყმები“ დაიწყო
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ „თავდაცვითი დარტყმები“ დაიწყო.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ოპერაცია ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიწყო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იერიშები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მითითებით, ჰორმუზის სრუტესთან ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ განხორციელდა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია „პროპორციული პასუხია ირანის გაუმართლებელ აგრესიაზე“.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა ირანის რამდენიმე რეგიონში.