აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილის თანამშრომელი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილის თანამშრომელი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილის თანამშრომელი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალექსანდრ იუკ ჩინ მა ნათესავებთან ერთად აწვდიდა ინფორმაციას ჩინეთის დაზვერვას.

67 წლის მამაკაცი 14 აგვიტოს დააკავეს. მა ჰონგ-კონგში დაიბადა, თუმცა შემდეგ აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო. აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში ის 1982-1989 წლებში მუშაობდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ კი, საცხოვრებლად შანხაიში გადავიდა. 2001 წელს კი, ჰავაიზე დაბრუნდა. 2004 წელს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჰავაის დანაყოფმა ის თარჯიმნად დაასაქმა.

„შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში მა საიდუმლო დოკუმენტების ასლებს აკეთებდა ან ფოტოებს უღებდა. ზოგიერთი დოკუმენტი კი, ჩინეთშიც ჩაიტანა, სადაც მათი გაყიდვა სურდა“, – ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

2020 წლის აგვისტოში ალექსანდრ იუკ ჩინ მას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შენიღბული თანამშრომელი დაუკავშირდა, რომლისგანაც მან დოკუმენტების სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურება მიიღო. გამოძების ცნობით, ამ შეხვედრის დრო მამ შენიღბულ აგენტს უთხრა, რომ მზად იყო, ჩინეთის მთავრობას მომავალშიც დახმარებოდა, რადგან სამშობლოს წარმატება სურდა.