აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გამართა
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გამართა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს უფროსმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. უილიამ ბარნსი ნაფტალი ბენეტს თელ-ავივში შეხვდა.

მხარეებმა რეგიონალური თანამშრომლობის განვითარებაზე და გაღრმავებაზე ისაუბრეს. ისრაელის მხარის განცხადებით, შეხვედრის უმთავრესი მიზანი ირანის საკითხის განხილვა იყო. რეგიონში დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა,რაც 29 ივლისს ისრაელის მფლობელობაში მყოფ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა ომანის ყურეში.

თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა. აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა თავდასხმაში ირანი დაადანაშაულეს. ირანის ხელისუფლებამ კი, თავდასხმაში მონაწილეობ უარყო.

გარდა ამისა, უილიამ ბარნსი მოსადის სადაზვერვო სამსახურის ახალ ხელმძღვანელს, დავიდ ბარნეასაც შეხვდა, რომელთანაც ირანის ატომური პროგრამა და სხვა რეგიონალური საკითხები განიხილა.