აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ირანში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ობიექტებზე დარტყმები განაახლეს

21:12, 01.09.2026

აშშ-მა ირანში „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ობიექტებზე დარტყმები განაახლა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, დარტყმები დაკავშირებულია „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ თავდასხმების მცდელობებთან. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ირანელების სამიზნე იყო როგორც კომერციული გემები, ასევე რეგიონში განლაგებული ამერიკელი სამხედროები.

„დარტყმები მოჰყვა „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების წინააღმდეგ თავდასხმების, ასევე რეგიონში განლაგებულ ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმების ბოლო მცდელობებს“, – ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მსგავსი