აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის დარტყმის შედეგად ბაღდადში „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური მოკლეს
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ აშშ-ის დარტყმის შედეგად ერაყის დედაქალაქ ბაღდადში „კატაიბ ჰეზბოლას“ მეთაური მოკლეს, რომელიც პასუხისმგებელი იყო რეგიონში ამერიკულ ძალებზე თავდასხმებზე.
აშშ-ისა და ერაყის ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმა ბაღდადში უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ ყოფილა.