აშშ-ის არმიის ჩრდილოეთის სარდლობა - ლოს ანჯელესში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აქტიურ სამსახურში მყოფი დაახლოებით 500 საზღვაო ქვეითი განლაგებისთვის მზადყოფნაშია
ლოს ანჯელესში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აქტიურ სამსახურში მყოფი დაახლოებით 500 საზღვაო ქვეითი „განლაგებისთვის მზადყოფნაშია“, – ამის შესახებ აშშ-ის არმიის ჩრდილოეთის სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, საზღვაო ქვეითები ადგილზე გაიგზავნებიან, თუ ეს აუცილებელი იქნება თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ფედერალური ქონებისა და პერსონალის დაცვის ძალისხმევის გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ლოს ანჯელესში ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში პენტაგონი მზადაა აქტიური სამხედრო მოსამსახურეების მობილიზებისთვის.