აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს, მათ შორის ნიუ იორკსა და ბოსტონს, ძლიერი ქარბუქი უახლოვდება
აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს, მათ შორის ნიუ იორკსა და ბოსტონს, ძლიერი ქარბუქი უახლოვდება

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს, მათ შორის ნიუ იორკსა და ბოსტონს, ძლიერი ქარბუქი უახლოვდება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარის სიჩქარე ზოგიერთ შემთხვევაში 80კმ/სთ-ს მიაღწევს, ქარისა და უხვი ნალექის გამო, მოქალაქეებს ურჩევენ მანქანებით გადაადგილებას მოერიდონ.

სტიქიის მოახლოების გამო, ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ადგილობრივი დროით, დილის ექვსი საათიდან ქუჩაში გადაადგილება შეზღუდულია.

დაიხურება სკოლები, ხოლო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გადაიდება. ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში დაგეგმილი ფრენების ერთი მესამედი გაუქმდა.

უამინდობის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს ნიუ ჯერსიშიც. შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.