აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დასაფინანსებლად 41 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული
აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დასაფინანსებლად 41 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული

აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დასაფინანსებლად 41 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბიუჯეტი გათვალისწინებულია რუსეთის, ჩინეთისა და ირანის საზიანო გავლენების გასანეიტრალებლად, ადამიანის უფლებების დასაცავად და ამერიკის მოკავშირეების დასახმარებლად, რომ გააძლიერონ ეროვნული უსაფრთხოება.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ევროპაში, ევრაზიასა და ცენტრალურ აზიაში რუსეთის დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად, აშშ უცხოური დახმარების სახით 763.8 მილიონი დოლარის, მიზნობრივი დაფინანსებისთვის კი 24 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2021 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი სრულად ჯერ არ გამოუქვეყნებია.

დატოვე კომენტარი