აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტი სამხედრო დახმარების სახით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 170 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს
აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტი სამხედრო დახმარების სახით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 170 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტი, სამხედრო დახმარების სახით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 170 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

ამერიკის შეერთებული შტატების 2021 წლის ბიუჯეტი სამხედრო დახმარების სახით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 170 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ აშშ-ის 2021 ფისკალური წლის ბიუჯეტის კანონპროექტშია აღნიშნული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპასა და ევრაზიაში სტრატეგიული უსაფრთხოების პრიორიტეტები რუსეთის გავლენასთან და აგრესიასთან დაპირისპირებაა, მოკავშირეებისა და პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერებით, რომ დაიცვან სუვერენიტეტი და უზრუნველყონ საკუთარი დაცვა, ნატო-სთან და დასავლეთის სხვა ძალებთან ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესების გზით, ასევე მდგრადი თავდაცვის რეფორმების განხორციელების საშუალებით.

დოკუმენტის თანახმად, დაფინანსება ხელს შეუწყობს აღჭურვილობის მიწოდებას და წვრთნებს, მათ შორის ტაქტიკური აღჭურვილობის მიღებას დაზვერვისთვის და დაკვირვებისთვის, ასევე მეთაურობას და კონტროლს.

აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში დაფინანსების პრიორიტეტულ მიმღებებად დასახელებულია: საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რომლებიც დოკუმენტში ფრონტის ხაზის ქვეყნებად არის მოხსენიებული.

„უცხოური სამხედრო დაფინანსების რეგიონული სახსრების ნაწილი გამოყენებული იქნება ევროპული რეკაპიტალიზაციის სტიმულირების პროგრამის გასაფართოებლად, რომელიც ხაზს უსვამს ტვირთის გაზიარებას აშშ-ის მიერ საგრანტო სამხედრო დახმარების სტიმულირებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩადებენ ეროვნულ სახსრებს თავიანთი სამხედროების მოდერნიზაციისა და რუსული აღჭურვილობის თავიდან მოშორებისთვის. დეპარტამენტი თავდაცვის დეპარტამენტთან იმუშავებს პოტენციურ ქვეყნებზე“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აშშ-ის 2021 წლის ფისკალური ბიუჯეტის კანონპროექტით, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა იგეგმება საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროგრამის ფარგლებშიც. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ევროპასა და ევრაზიაში 25.5 მილიონი დოლარის გამოყოფა იგეგმება, დაფინანსების მიმღები ქვეყნები კი არიან: საქართველო, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

„საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროგრამები ევროპაში აძლიერებს რეგიონულ უსაფრთხოებას და ურთიერთთანამშრომლობას აშშ-ის, ნატო-სა და ევროპულ შეიარაღებულ ძალებს შორის და დახმარებას უწევს რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირებას. რაც მთავარია, ეს პროგრამები ეხმარება იმის უზრუნველყოფას, რომ ქვეყნებს, რომლებიც მოქმედებენ შეერთებულ შტატებთან ერთად, ჰყავდეთ ოფიცრები, რომლებსაც ესმით და აფასებენ აშშ-ის სამხედროების მოძღვრებას და ოპერაციულ ტაქტიკას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დატოვე კომენტარი