აშშ-ის 14 შტატში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმება შეჩერდა
აშშ-ის 14 შტატში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმება შეჩერდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ადგილობრივმა მთავრობებმა შესაბამისი გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღეს.
კარანტინისა და შეზღუდვების მოხსნის შეჩერების შესახებ განაცხადეს არიზონის, არკანზასის, კალიფორნიის, დელავერის, ფლორიდის, აიდაჰოს, ლუიზიანის, ჩრდილოეთ კაროლინის, ნიუ ჯერსის, ნევადის, ნიუ მექსიკოს, ტეხასისა და ვაშინგტონის გუბერნატორებმა.
შტატების ნაწილში შეზღუდვების ნაწილი ხელახლა დააწესეს. მაგალითისთვის, არიზონაში სულ მცირე 30 დღით დაიხურება ბარები, სპორტული დარბაზები, კინოთეატრები და საცურაო აუზები.
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 2,5 მილიონს სცდება. გარდაცვლილია 126 133 ადამიანი.