აშშ-ირანის შუამავალი ბადრ ალბუსაიდი ჯეი დი ვენსთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მშვიდობა მიღწევადია
აშშ-ირანის შუამავალი ბადრ ალბუსაიდი ჯეი დი ვენსთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მშვიდობა მიღწევადია

აშშ-ირანის შუამავლის, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ალბუსაიდის განცხადებით, მშვიდობა მიღწევადია.

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდა და მოლაპარაკების დეტალები გააცნო.

ომანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს აქამდე მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა.

„მადლიერი ვარ მათი ჩართულობისთვის და მოუთმენლად ველოდები შემდგომ და გადამწყვეტ პროგრესს მომდევნო დღეებში. მშვიდობა მიღწევადია“, – განაცხადა ბადრ ალბუსაიდიმ.