აშშ იორდანიაში საგანგებო შეხვედრის შესახებ მოწოდებას ავრცელებს
აშშ იორდანიაში საგანგებო შეხვედრის შესახებ მოწოდებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატები იორდანიაში საგანგებო შეხვედრის შესახებ მოწოდებას ავრცელებს, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გააკეთეს. ეს შეშფოთება სამხრეთ-დასავლეთ სირიაში, დეესკალაცის ზონაში სავარაუდოდ მიტანილ იერიშებითაა გამოწვეული. აღნიშნულ ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გასულ წელს დაიდო.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ ამ იერიშების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდება, ეს სირიის რეჟიმის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად შეფასდება, რაც რეგიონში არსებულ კონფლიქტს კიდევ უფრო გაამწვავებს.

„ჩვენ სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ყველა პარტიას მოვუწოდებთ, არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც კიდევ უფრო გაართულებს შექმნილ ვითარებას და სამომავლო თანამშრომლობას შეუძლებელს გახდის. ჩვენ იორდანიაში შევხვდებით და დეესკალაციის ზონის პირობების დაცვას უზრუნველვყოფთ, რომლის მიღწევაშიც გასულ წელს წვლილი აშშ-ს მიუძღვის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.