აშშ იერუსალიმში საელჩოს სავარაუდოდ მაისში გახსნის

20:53, 23.02.2018

აშშ იერუსალიმში საელჩოს სავარაუდოდ მაისში გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასულ თვეს ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განახცადა, რომ საელჩოს გახსნა, 2019 წლის მიწურულისთვის იგეგმებოდა.

„როიტერის“ ანონიმური წყაროს ცნობით, საელჩოს გახსნის ცერემონია  ისრაელის დაარსების 70-ე წლისთავს დაემთხვევა. ისრაელი დამოუკიდებლობის დღეს 14 მაისს აღნიშნავს.

მსგავსი