აშშ-ი სირიის ჩრდილოეთ რაიონიდან დარჩენილ 1000 სამხედროსაც გამოიყვანს
ამერიკის შეერთებული შტატები სირიის ჩრდილოეთ რაიონიდან დარჩენილ 1000 სამხედროსაც გამოიყვანს. ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ თურქეთი სამხედრო ოპერაციის სამხრეთით გაფართოებას გეგმავს.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს განაცხადა, რომ ოპერაცია ქობანიდან ჰასაკამდე გაგრძელდება და ის უსაფრთხოების ზონის გასწვრივ 30 კილომეტრით გაფართოვდება. ერდოღანის თქმით, სასაზღვრო ქალაქი რას ალ აინი უკვე თურქეთის კონტროლის ქვეშ არის.