აშშ-ი კიდევ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფს 1-ლი სექტემბრიდან აამოქმედებს
აშშ-ი კიდევ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფს 1-ლი სექტემბრიდან აამოქმედებს

ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ 300 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფს 1-ლი სექტემბრიდან აამოქმედებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„სავაჭრო მოლაპარაკებები გრძელდება და ამ მოლაპარაკებების განმავლობაში აშშ-ი 1-ელ სექტემბერს დაიწყებს 10-პროცენტიანი მცირე, დამატებითი ტარიფის დადებას ჩინეთიდან ჩვენს ქვეყანაში შემოსულ დარჩენილ 300 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

როგორც „სიენენი“ წერს, ახალი ტარიფები ამერიკელი მომხმარებლისთვისაც მძიმე იქნება და ის მოიცავს ისეთ პროდუქციას, როგორიცაა „აიფონი“ და სხვა ელექტრონული მოწყობილობები, სპორტული ფეხსაცმელები და სათამაშოები.

გასულ წელს დონალდ ტრამპმა ტარიფი დაუწესა 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინეთში წარმოებულ სამრეწველო პროდუქციას.