ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდებს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, რობერტ ობრაიენის განცხადებით, ამერიკული მხარე ფხენიანს დაუკავშირდა და სტოკჰოლმში მოლაპარაკების განახლება შესთავაზა, რომელიც გასულ წელს, ოქტომბერში წარუმატებლად დასრულდა.
პრეზიდენტის მრჩეველი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან პოზიტიური ნიშანი იყო საშობაო მუქარის არგანხორციელება, რომელიც როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ შორ რადიუსზე მოქმედი სარაკეტო გამოცდა იქნებოდა.