„დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ჩემპიონატს – აშშ-ის ღია პირველობას წელს, სარეკორდო საპრიზო ფონდი ექნება, – იტყობინება ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი. საერთო თანხის ოდენობა, რომელიც ჩოგბურთელებს შორის გათამაშდება, 53 მილიონ დოლარს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის შემდეგ, საპრიზო ფონდი 57 პროცენტით გაიზარდა.
ერთეულთა ტურნირის გამარჯვებული როგორც კაცების, ასევე ქალების ტურნირზე 3.8 მილიონ დოლარს მიიღებს. წყვილებში ჩემპიონებს 700 ათასი დოლარი ეკუთვნით.
სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობისთვის შემდეგი თანხებია დაწესებული:
პირველი წრე – 54 ათასი დოლარი
მეორე წრე – 93 ათასი
მესამე წრე – 156 ათასი
1/8 ფინალი – 266 ათასი
1/4 ფინალი – 475 ათასი
1/2 ფინალი – 925 ათასი
ფინალი – 1.85 მილიონი.