აშშ-ის გამოძიების ცენტრალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის ადვოკატის ოფისი და სახლი გაჩხრიკა
აშშ-ის გამოძიების ცენტრალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის ადვოკატის ოფისი და სახლი გაჩხრიკა

აშშ-ის გამოძიების ცენტრალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის ადვოკატის ოფისი და სახლი გაჩხრიკა.

51 წლის მაიკლ კოენის წინააღმდეგ გამოძიება სავარაუდო საბანკო თაღლითობისა და ფინანსური დარღვევების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

ტრამპის ადვოკატი სადავო საქმეში ფიგურირებს, რომელიც პორნო ვარსკვლავისთვის თანხის გადახდას უკავშირდება.

სტეფანი კლიფორდი ამბობს, რომ დონალდ ტრამპთან 2006 წელს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა და გაჩუმების სანაცვლოდ, ფული 2016 წლის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გადაუხადეს.

მაიკლ კოენის ადვოკატი ადასტურებს, რომ ჩხრეკის შედეგად გამომძიებლებმა გარკვეული სახის მასალა წაიღეს, მათ შორის, საფოსტო მიმოწერა, საგადასახადო დოკუმენტები და ბიზნეს ჩანაწერები.

ადვოკატის ოფისის ჩხრეკას დონალდ ტრამპმა „სირცხვილი“ უწოდა.