აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ინდოეთს სამედიცინო აღჭურვილობასა და ჟანგბადს უგზავნიან
აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ინდოეთს სამედიცინო აღჭურვილობასა და ჟანგბადს უგზავნიან

აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ინდოეთს სამედიცინო აღჭურვილობასა და ჟანგბადს უგზავნიან. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, მათ უკვე გააგზავნეს ინდოეთში ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სხვა აღჭურვილობა.

აშშ-ში კი ამბობენ, რომ უახლოეს ხანში ინდოეთს გაუგზავნიან ვაქცინების დასამზადებლად საჭირო მასალას, რომლის ექსპორტიც მანამდე შეზღუდული იყო. ვაშინგტონი ასევე აპირებს, გააგზავნოს ინდოეთში სამედიცინო აღჭურვილობა და დამცავი საშუალებები.

ინდოეთში „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღის გამო მძიმე მდგომარეობაა. კოვიდინფიცირებულების რაოდენობის ზრდის შედეგად, გადატვირთულია საავადმყოფოები და ჟანგბადის მწვავე დეფიციტია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა დელიში, სადაც „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღის გამო, კარანტინის მოქმედების ვადა გახანგრძლივდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 349 ათასზე მეტი ახალი ინფიცირებული გამოვლიდა, გარდაიცვალა 2 767 ადამიანი. ამასთან, სპეციალისტები შიშობენ, რომ სტატისტიკური მონაცემები შეიძლება, უფრო მძიმეც იყოს.