აშშ-დან ჩინეთში ნავთობის ექსპორტი სრულად შეწყდა. ნავთობის ყველაზე მსხვილი გადამზიდავი კომპანია China Merchants Energy Shipping-ის პრეზიდენტის, სუ ჩუნლინის განცხადებით, აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი მიმდინარეობს, რაც საზღვაო გადაზიდვების ბიზნესისთვის ცუდი შედეგის მომტანია.
ჰონგ-კონგში გამართულ გლობალურ საზღვაო ფორუმზე ჩინური სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ნედლი ნავთობის იმპორტის გარდა, ჩინეთი აშშ-სგან აღარც სოიოს ყიდულობს და პროდუქციის იმპორტს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ახდენს.
ორ ქვეყნას შორის სავაჭრო ურთიერთობები აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების დაწესების შემდეგ გამწვავდა. ვაშინგტონმა ტარიფები ჩინეთის პროდუქციაზე ივნისში, აგვისტოსა და სექტემბერში დააწესა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის მხრიდან საპასუხო ზომების მიღების შემთხვევაში, ჩინეთის წინააღმდეგ დამტებით 267 მილიარდი დოლარის ღირებულების ტარიფები დაწესდება.