აშშ და თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხოების ზონის კოორდინაციისთვის ერთობლივი ოპერატიული ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ
აშშ და თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხოების ზონის კოორდინაციისთვის ერთობლივი ოპერატიული ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ

აშშ  და თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხოების ზონის კოორდინაციისთვის ერთობლივი ოპერატიული ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ.

სამ დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, ორი ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონა „მშვიდობის კორიდორი“ უნდა იყოს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ომის გამო გაქცეული სირიის მოსახლეობის სახლებში დასაბრუნებლად.

მოლაპარაკებების შესახებ განცხადებები თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ და თურქეთში აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნეს. „როიტერის“ ინფორმაციით, არც ერთ განცხადებაში არ არის ნათქვამი, გადალახეს თუ არა მხარეებმა უთანხმოება ორი მიმართულებით: რა ტერიტორია უნდა მოიცვას სირიაში უსაფრთხოების ზონამ და ვინ უხელმძღვანელებს აღნიშნულ ტერიტორიაზე საპატრულო ძალებს. თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაციის დაწყების გეგმაზე ისაუბრა, რასაც აშშ-ში ეწინააღმდეგება.

დატოვე კომენტარი