აშშ და სამხრეთ კორეა ზამთრის ოლიმპიადის გამო გადადებულ ერთობლივ სწავლებას განაახლებენ
აშშ და სამხრეთ კორეა ზამთრის ოლიმპიადის გამო გადადებულ ერთობლივ სწავლებას განაახლებენ

აშშ და სამხრეთ კორეა ზამთრის ოლიმპიადის გამო გადადებულ ერთობლივ სამხედრო სწავლებას განაახლებენ.

წვრთნები მომდევნო თვეში, სავარაუდოდ პირველ აპრილს დაიწყება.

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ყოველწლიური სწავლება ჩრდილოეთ კორეამ პროვოკაციად არ უნდა განიხილოს. წვრთნების გადადებაზე ვაშინგტონი და სეული მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც ჩრდილოეთ კორეამ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში სამხრეთ კორეასთან ერთად ასპარეზობის სურვილი გამოთქვა.