აშშ და რუსეთი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ
აშშ და რუსეთი სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, მხარეები სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

განცხადებაში მხარეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასოდეს უნდა დაიწყოს.

„შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა აჩვენეს, რომ დაძაბულობის დროსაც კი შეუძლიათ პროგრესის მიღწევა საერთო მიზნებში, სტრატეგიულ სფეროში პროგნოზირების უზრუნველყოფაში, შეიარაღებული კონფლიქტების რისკისა და ბირთვული ომის საფრთხის შემცირებაში.

ახალი სტარტის ხელშეკრულების ბოლოდროინდელი გახანგრძლივება აჩვენებს ჩვენს ერთგულებას ბირთვული იარაღის კონტროლისადმი. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პრინციპს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასოდეს უნდა გაიმართოს.

ამ მიზნების შესაბამისად, უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები და რუსეთი ერთად დაიწყებენ ინტეგრირებულ ორმხრივ სტრატეგიულ სტაბილურობაზე დიალოგს, რომელიც იქნება მიზანმიმართული და ძლიერი. ამ დიალოგის საშუალებით, ჩვენ ვცდილობთ საფუძველი ჩავუყაროთ იარაღის კონტროლისა და რისკის შემცირების სამომავლო ზომებს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.