აშშ და რუსეთი დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან დაკავშირებით უთანხმოების გადასაჭრელად მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ
აშშ და რუსეთი დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან დაკავშირებით უთანხმოების გადასაჭრელად მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ

აშშ და რუსეთი დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან დაკავშირებით უთანხმოების გადასაჭრელად მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდის გამართვაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, სამშაბათს აღნიშნულ საკითხზე გამართული შეხვედრა სასარგებლო აღმოჩნდა. მხარეები საელჩოების ზომისა და ფუნქციონირების საკითხებზე მსჯელობენ.

15 აპრილს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოსკოვს ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაზე და აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო. შედეგად, ვაშინგტონმა და მოსკოვმა დიპლომატები გააძევეს.