აშშ და რუმინეთი, უკრაინასთან ერთად, შავ ზღვასა და მდინარე დუნაის დელტაში სამხედრო სწავლებას ჩაატარებენ

21:00, 08.09.2023

აშშ და რუმინეთი, უკრაინასთან ერთად, შავ ზღვასა და მდინარე დუნაის დელტაში სამხედრო სწავლებას ჩაატარებენ.

წვრთნები სახელწოდებით Sea Breeze 23.3 11-დან 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

წვრთნებში ასევე მიიღებენ მონაწილეობას სამხედროები საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და თურქეთიდან. კერძოდ, სპეციალისტები, მათ შორის მყვინთავ-გამნაღმველები გაივლიან წვრთნებს ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფაში.

წვრთნების მიზანს საზღვაო ნაღმების წინააღმდეგ კონტრმოქმედების დამუშავება წარმოადგენს.

მსგავსი