აშშ და ისრაელი შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებენ გეგმას, რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობამდე მიაღწიოს
აშშ და ისრაელი შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებენ გეგმას, რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ ღაზაში მშვიდობიან მოსახლეობამდე მიაღწიოს

აშშ და ისრაელი შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც საშუალებას მისცემთ დონორი ქვეყნებიდან და ორგანიზაციებიდან ჰუმანიტარულმა დახმარებამ ღაზაში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობამდე მიაღწიოს, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ წამოყენებული გეგმა მოიცავს ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობას, რათა დაეხმაროს მშვიდობიანი მოსახლეობას.

„მნიშვნელოვანია, ღაზაში დახმარება რაც შეიძლება მალე დაიწყოს“, – აღნიშნავს ბლინკენი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე აცხადებს, რომ „ჰამასმა“ შეიძლება, სცადოს წართმევა ან განადგურება მსგავსი ჰუმანიტარული დახმარების ღაზაში შესვლის შემთხვევაში და აშშ იმუშავებს სამომავლოდ მსგავსი ქმედებების აღკვეთაზე.

ბლინკენი მადლობას უხდის ისრაელს ამ გეგმაზე თანხმობისთვის და ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოუთმენლად ელოდება, განიხილოს ეს საკითხი, ოთხშაბათს ისრაელში ვიზიტის დროს.