აშშ და გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს – „ბრედლის“ და „მარდერს“ გადასცემენ

00:29, 06.01.2023
President Joe Biden and German Chancellor Olaf Scholz speak during a bilateral meeting at the G7 Summit in Elmau, Germany, Sunday, June 26, 2022. Biden is in Germany to attend the Group of Seven summit of leaders of the world's major industrialized nations. (AP Photo/Susan Walsh)

President Joe Biden and German Chancellor Olaf Scholz speak during a bilateral meeting at the G7 Summit in Elmau, Germany, Sunday, June 26, 2022. Biden is in Germany to attend the Group of Seven summit of leaders of the world's major industrialized nations. (AP Photo/Susan Walsh)

აშშ და გერმანია უკრაინას ქვეითთა საბრძოლო მანქანებს – „ბრედლის“ და „მარდერს“ გადასცემენ. ბერლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე გადასცემს საზენიტო კომპლექსის, „პეტრიოტის“ კიდევ ერთ ბატარეას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა და კანცლერმა შოლცმა მზადყოფნა გამოთქვეს, გამოყონ საჭირო ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა, ვიდრე ეს აუცილებელი იქნება. ამ მიზნით აშშ აპირებს, უკრაინას გადასცეს ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“, ხოლო გერმანია – დაჯავშნული საბრძოლო მანქანები „მარდერი“, – ნათქვამია ვაშინგტონისა და ბერლინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის დარტყმების მოსაგერიებლად, გერმანია გადასცემს კიევს „პეტრიოტის” საზენიტო კომპლექსების ბატარეას. ანალოგიურ სისტემას უკრაინას აშშ-იც დაჰპირდა, თუმცა ჯერ არ გადაუცია.

ორივე ქვეყანა ტექნიკის გადაცემამდე უკრაინელი სამხედროებისთვის მისი გამოყენების შესწავლას გეგმავს.

ამერიკული მედია იუწყება, რომ აშშ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ 6 იანვარს გამოაცხადებს. პაკეტის ღირებულება 2,8 მილიარდი დოლარი იქნება და ის 50 ერთეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლის“ შეიცავს.

მსგავსი