აშშ და ჩინეთი ტარიფების 115 პროცენტით შემცირებაზე შეთანხმდნენ
აშშ და ჩინეთი ტარიფების 115 პროცენტით შემცირებაზე შეთანხმდნენ

აშშ და ჩინეთი ტარიფების 115 პროცენტით შემცირებაზე შეთანხმდნენ. შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა კონსენსუსის მიღწევა შეძლეს და აშშ ჩინეთისთვის დაწესებულ 145%-იან ტარიფს – 30%-მდე, ხოლო ჩინეთი 125%-იან ტარიფს 10%-მდე შეამცირებს.

საუბარია 90-დღიან პაუზაზე, რომლის დროსაც მხარეები იმუშავებენ ტარიფების შემდგომი შემცირების საკითხებზე.

„ვაჭრობის მთელი პროცესის განმავლობაში ჩვენ გვქონდა გეგმა, გვაქვს შემუშავებული პროცესი და ახლა, ამ შაბათ-კვირის შემდეგ, ჩინელებთან გვაქვს მოლაპარაკებების გაგრძელების მექანიზმი. ამ შაბათ-კვირის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა არის ის, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს სტრატეგიულ რებალანსირებას ბევრ სფეროში, რომლებიც „კოვიდის“ დროს მიწოდების ჯაჭვის სისუსტეების სახით გამოვლინდა, იქნება ეს მედიკამენტები, ნახევარგამტარები თუ ფოლადი.

მეორე მხრივ, ჩვენ გამოვავლინეთ ხუთი ან ექვსი სტრატეგიული ინდუსტრია, მიწოდების ჯაჭვის დაუცველობა და გავაგრძელებთ აშშ-ის დამოუკიდებლობისკენ ან მოკავშირეებისგან ამ საკითხებში საიმედო მომარაგებისკენ სვლას. თუმცა, ამ შაბათ-კვირას ორივე დელეგაციის კონსენსუსი იმაში მდგომარეობს, რომ არცერთ მხარეს არ სურს განცალკევება. და ის, რაც მოხდა ამ ძალიან მაღალი ტარიფებით, როგორც ელჩმა გრირმა თქვა, ემბარგოს ტოლფასი იყო. არცერთ მხარეს ეს არ სურს. ჩვენ გვინდა ვაჭრობა. ჩვენ გვინდა უფრო დაბალანსებული ვაჭრობა. მე ვფიქრობ, ორივე მხარე მოწოდებულია ამის მიღწევისკენ“, – აღნიშნა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.