აშშ და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმებას სავარაუდოდ მომდევნო სამ თვეში გააფორმებენ

09:17, 07.12.2018

აშშ და ჩინეთი სავაჭრო შეთანხმებას სავარაუდოდ მომდევნო სამ თვეში გააფორმებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანხმობის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განაცხადა.

„მე თანახმა ვარ“ – წერს ტრამპი „ტვიტერში“ და ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებიდან ციტატა მოჰყავს.

„გუნდებს ორივე მხრიდან კარგი კომუნიკაცია და თანამშრომლობა აქვთ ერთმანეთთან. დარწმუნებული ვართ, რომ შეთანხმება მომდევნო 90 დღეში მიიღწევა“ – წერს ტრამპი.

მსგავსი