აშშ და ჩინეთი კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ
აშშ და ჩინეთი კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ

აშშ და ჩინეთი კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ. ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ და ჩინეთი ითანამშრომლებენ ერთმანეთთან და სხვა ქვეყნებთან კლიმატური კრიზისის დასაძლევად, რასაც ყველა ქვეყანა სერიოზულობით და სასწრაფოდ უნდა მიუდგეს.

აღნიშნული განცხადება შანხაიში აშშ-ის კლიმატის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კერის ვიზიტის შემდეგ გაკეთდა.

ჯონ კერი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირველი წარმომადგენელია, რომელიც ჩინეთში ჩავიდა. აშშ და ჩინეთი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად გაეროს კონვენციის და პარიზის შეთანხმების ფარგლებში ითანამშრომლებენ.

ვაშინგტონი და პეკინი ასევე განავითარებენ ახალ სტრატეგიას ნახშირბადისგან სრული ნეიტრალურობისთვის. ორი ქვეყანა ასევე გეგმავს განვითარებად ქვეყნებში მწვანე ენერგიაში ინვესტიციების ჩადებას.