აშშ და ჩინეთი კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
აშშ და ჩინეთი კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

აშშ და ჩინეთი კლიმატის საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს.

დოკუმენტი, სახელწოდებით „კლიმატის მოქმედების გაძლიერება 2020-იან წლებში“, ავალდებულებს ქვეყნებს, შეიმუშაონ გრძელვადიანი სტრატეგიები, რათა მიაღწიონ ნულოვან ნიშნულს.

კლიმატის საკითხებში ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლის, შეი ჟენჰუას განცხადებით, დეკლარაცია ავალდებულებს ორ ქვეყანას მიიღონ „კონკრეტული ზომები“ პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად, რათა გლობალური დათბობა ორ გრადუსზე ქვემოთ იქნას შენარჩუნებული და და „გააგრძელოს ძალისხმევა“ საუკუნის ბოლომდე მისი 1.5 გრადუსამდე შეზღუდვისთვის.

დეკლარაცია ეხება სუფთა ენერგიას, სუფთა ქვანახშირს, მეთანის შემცირებას და ტყეების გაჩეხვის აკრძალვას. აშშ და ჩინეთი მსოფლიოში ნახშირორჟანგის ყველაზე დიდი გამომყოფები არიან.